„ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა თბილი, ლამაზი, კეთილმოწყობილი და ფერადი. მზრუნველი აურით ვუმასპინძლებდი უკრაინელ ბავშვებს, ისინი ხომ საშინელი ომიდან მოდიან, მოდიან ქვეყნიდან, სადაც არ ინდობენ ქალს, დედას, მოხუცს და ბავშვს...ბავშვებს, რომლის ცნობიერებაც კი ვერ შესწვდება იმის გაგებას, რატომ ბომბავენ, ჯერ ხომ ისეთი უმწეოები არიან. გულწრფელი სიყვარულით ვუმასპინძლებდი და მზრუნველობით მოვეკიდებოდი თითოეულ მათგანს, ჩემი თანადგომით შევეცდებოდი სიყვარულით წამეშალა მათ მეხსიერებაში ის საშინელი დღეები, რაც ომმა მათ არგუნა. ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა უკრაინელი ოკუპირებული ბავშვების თავშესაფარი, სადაც დავამკვიდრებდი ბედნიერებას, სიხარულს და ყოველივე ადამიანურს“,- წერს მეოთხეკლასელი იოანე კოსტავა.
იხილეთ ფოტოები: