თხილვანის საჯარო სკოლაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
23-03-2022
ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლია გორგაძემ ანა ბარათაშვილის წიგნის - „იგრძენი რომ ვარსებობ“ პრეზენტაცია მოაწყო.
მოსწავლეებმა, რომელთაც უკვე წაკითხული ჰქონდათ წიგნი, ისაუბრეს მის შინაარსზე. ასევე, ბავშვებმა ნახეს ინტერვიუ ანა ბარათაშილთან, რომელიც „მწიგნობარის“, ერთ - ერთი პროექტის - „მომავლის ჟურნალისტებთან“, არის ჩაწერილი.
აღნიშნული წიგნი ანა ბარათაშვილისთვის მეორე წიგნია და სულ მალე მისი ერთგული მკითხველი მესამე წიგნსაც იხილავს. ბავშვებისთვის ეს აქტივობა მეტად საინტერესო იყო და წიგნებისადმი მათი სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის