ლისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
23-03-2022
შმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღინიშნა. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიუძღვნეს. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვით გამოვიდნენ. 

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები კარგად წარმოაჩინეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ გაზაფხულის დღესასწაულები ყველას მოულოცეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203