წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე საინტერესოდ აღინიშნა
23-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მე-3 კლასში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას აქტივობა მიეძღვნა. სკოლის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებმა ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

კლასის ხელმძღვანელი მასწავლებელი თეა ჭუმბურიძეა.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203