„ომი უგუნურებაა, მშვიდობა - სულიერი მოწოდება“- სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
23-03-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლის IX1 IX2 X1  მოსწავლეებმა მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს. მოეწყო დისკუსია - „ომი უგუნურებაა, მშვიდობა - სულიერი მოწოდება“. მოსწავლეებმა დაგმეს ომი და მშვიდობის მხარეს მკაფიოდ დადგნენ. 

აღნიშნული აქტივობა გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ახობაძისა და ისტორიის მასწავლებელ ნელი ცეცხლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„მოსწავლეებმა დაგმეს ომი. აღნიშნეს, რომ ომი ლაბირინთია, რომელსაც ინდივიდი თავს ვერ აღწევს. დღეს მომავალ თაობას მეტი ფაქტორი, მეტი რესურსი სჭირდება ომის იდეის სამხილებლად და უგულებელსაყოფად. ჩვენ გვინდა მშვიდობა! ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს საერთო აზრი. საერთო აზრით გაერთიანებულ ადამიანებს კი ვერავინ დაამარცხებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203