მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
23-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება - „მზის შვილები“ მიუძღვნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. ბავშვებმა აქტივობის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ამ დღის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ასევე, არსებული მითები დაამსხვრიეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203