თბილისის N103 სკოლის მესამეკლასელები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ
23-03-2022

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2012 წლიდან მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით ამ ღონისძიებას სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ. მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ და საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

„2022 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია - „ინკლუზია ნიშნავს“, რაც გულისხმობს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური გამოწვევებისა, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სრულყოფილად ინტეგრირდეს საზოგადოებაში და იცხოვროს თანასწორ, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. ჩვენ ვმეგობრობთ „მზის შვილებთან!“, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203