ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს
გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები და კედლის გაზეთი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: