ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ეს დღე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათ ნამუშევრები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: