თბილისის N62 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ კომპლექსური დავალება შეასრულეს
23-03-2022

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

მათ დავალებაზე პედაგოგ ინა ვერძეულის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლებაში იმუშავეს. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს. 

ისინი ეცადნენ ნათლად დაენახებინათ, თუ რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ინტერნეტის გამოყენებას და როგორ უნდა დაიცვან სიფრთხილის ზომები. 

მოსწავლეებმა დასკვნითი ეტაპისთვის ვიდეოპრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს, რათა საზოგადოება გაეფრთხილებინათ და თანატოლები საფრთხისგან დაეცვათ.

„ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, პატარებმა მიიღეს ცოდნა, შეიძინეს გამოცდილება, გაიაზრეს საფრთხეები და ყველას მოუწოდეს სიფრთხილისკენ.
დაცული გარემო მნიშვნელოვანია როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სივრცეში. ადამიანის უსაფრთხოების უფლებების შელახვა დანაშაულია.
ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ ახალი თაობების უსაფრთხოებასა და დაცულ უფლებებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203