წალენჯიხის N6 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მუსიკის ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-03-2022

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული მუსიკის ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია მიქავა ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა კი გახლდათ - „მუსიკალური ინსტრუმენტები“. 

მასწავლებელმა მეორეკლასელებს შესთავაზა შემდეგი აქტივობები:

  • როლური თამაში;
  • ჩვენ ვუკრავთ;
  • მუსიკის ფონზე ცეკვა.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203