
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ თარიღს სკოლაში აქტივობა მიეძღვნა, მასში VII-XII კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა საყვარელი ლექსები წაიკითხეს, მოამზადეს კედლის გაზეთი და პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.