„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“​ - იფარის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ღონისძიება გამართეს
23-03-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ლალი ლეკიაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ჩაატარეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203