„სიცილი გადამდებია!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა სახალისო გაკვეთილი
23-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, საგაკვეთილო თემასთან - „სიცილი გადამდებია!“ დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სალომე ქობალია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუჯერებელ ამბებზე და მათგან გამოწვეულ დადებით ემოციებზე, რომლის გამოხატულებაც არის - სიცილი; თემასთან კავშირში უყურეს ქართულ ზღაპრებს: „ობოლი და ქოსა-ტყუილა“ და „ნაცარქექია“. შემდეგ კი იმსჯელეს ზღაპრებში არსებულ ტყუილებზე და დაუჯერებელ ამბებზე, რომლებმაც ღიმილი მოჰგვარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203