
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.
ისინი ამ აქტივობაში პედაგოგ მაია სანიკიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: