
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
V კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ უკრაინის დროშები დაამზადეს, დროშის ფერების ბუშტებს კეთილი სურვილები დააწერეს და ჰაერში გაუშვეს. მათ ამ ნაბიჯით უკრაინელი თანატოლებისადმი თანადგომა გამოხატეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: