„ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში“ - ამაღლების საჯარო სკოლაში დისკუსია მოეწყო
23-03-2022

სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრამ თემაზე - „ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში“ დისკუსია მოაწყო. 

მოსწავლეები თემის განხილვაში ინტერესით ჩაერთვნენ იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

კათედრამ ინგლისურ ენაზე დაწერილი სამი საუკეთესო ესე გამოავლინა და მისი ავტორები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. კონკურსის მონაწილეებს კი მადლობის სიგელები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203