დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში თემაზე - „გარემოსდაცვითი გამოწვევები“, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
23-03-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლა, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, უკვე დიდი ხანია გარემოსდაცვით პროექტს აქტიურად ახორციელებს. 

პროექტის მიზანია მოსწავლეებისა და ადგილობრივი თემის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 

სწორედ, ამ ეგიდით სკოლაში მიიწვიეს არასამთავრობო ორგანიზაციის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრ „ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი, ლევან თაბუნიძე.

მან მოზარდებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „გარემოსდაცვითი გამოწვევები".

სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემები, როგორიცაა: ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება. ასევე, მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკას.

„შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203