„ჩემი მეგობრები ჩემი გარემოცვაა“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
22-03-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. ამჯერად  სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეება აქტივობები ჩაატარეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

„2021 წლის 21 მარტს ჩატარდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვაა." ყველა კლასის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა თავის კლასს დაუნის სინდრომზე. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა (ნანი) ესართიამ მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას. მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს მათ მიმართ.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“' - „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203