მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს
22-03-2022
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიც ჰუმანიზმი და სოლიდარობაა. 

მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მნიშვნელოვანია სოლიდარობა, სხვების დახმარება და მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში ჩატარებული აქცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქტივობები განახორციელეს. მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ, შექმნეს ნახატები და და სიმბოლურად უკრაინის დროში ფერებში შექმნეს მხარდასაჭერი გულსაკიდები. მოსწავლეებთან ერთად მხარდასაჭერ აქტივობებში პედაგოგებიც იყვნენ ჩართულნი.  სკოლის მიერ მწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებას ხელძრვანელი გ. ჭანტურიაა იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203