„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - ჟანივრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი მსოფლიოს
22-03-2022
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
შუახევის მუნიციპალიტეტის, ჟანივრის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სხვადასხვა აქტივობით.
ღონისძიება შემეცნებითი და საინტერესო იყო, რაც მთაავრია, ჟანივრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს გააგებინეს, რომ მეგობრებმა ქრომოსომები არ უნდა დაითვალონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის