ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
22-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-9 კლასში პედაგოგის, შორენა მურუსიძის ხელმძღვანელობით ბიოლოგიის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

პედაგოგის მიერ ჩატარებულ მეტად საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებზე გათვლილ გაკვეთილს დირექტორმა, ნანა ქარციძემ წერილი მიუძღვნა:

„ბიოლოგიის საინტერესო და მრავალ აქტივობებზე გათვლილი, უშუალოდ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილი მე-9 კლასში... შორენა (მურუსიძე) მასწავლებელი ერთ-ერთი პირველია, ვინც აქტიურად ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამაში და ერთი წლის მანძილზე არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა, სავალდებულო და რიგგარეშე გაკვეთილებიც ჩაატარა. შორენა მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებას არა მარტო ჩვენი სკოლის მასწავლებლებს უზიარებს, არამედ სხვა სკოლის პედაგოგებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. ყოჩაღ, შორე! ყოჩაღ! და წარმატებები“, - წერს დირექტორი ნანა ქარციძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...