ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდნენ
22-03-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ. გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

„უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ჰუმანიტარულ აქციაში მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ნოსირის საჯარო სკოლის l და ll კორპუსის პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლებმა. შეგროვებული თანხით (1300 ლარი) შევიძინეთ პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები, მედიკამენტები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს ამ კეთილ საქმეში მონაწილეობისათვის. დიდება უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203