დარჩიძეების საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
22-03-2022
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. კერძოდ, სკოლიდან პირველადი დახმარების სამედიცინო მედიკამენტები გაგზავნეს. 

გავერთიანდეთ უკრაინისთვის! - ესაა სკოლის მთავარი გზავნილი.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ყველა განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203