ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
22-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის II კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლია ჯაყელის ხელმძღვანელობით, ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მოსწავლეებს სკოლის პედაგოგი მზია დუმბაძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის შესახებ ესაუბრა და მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„მოსწავლეები მზია მასწავლებელს გულისყურით უსმენდნენ და საინტერესო შეკითხვებიც დაუსვეს, ასევე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა აღნიშნეს ისიც, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203