რველის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22-03-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ არა ნაკლები, არამედ ერთით მეტი ქრომოსომა და ამიტომაც აქვთ ერთით მეტი ღირსება - არ შურთ, არ სძულთ, არ მტრობენ სამყაროს...
მოკლედ, ანგელოზების დღეა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203