თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი სრულყოფილად შეისწავლეს
22-03-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი სრულყოფილად შეისწავლეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. ის იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას ეძღვნებოდა. 

აქტივობაში მოსწავლეები დამრიგებელ ნონა ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

დამრიგებელი კი ეცადა მათთვის ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო.

„ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ პატარებს, ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203