ფერიის საჯარო სკოლის წიგნის მოყვარულმა მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
22-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო თუ საინტერესო აქტივობებში არიან ჩართულები, რათა უფრო შეიყვარონ, განავითარონ და დაუახლოვდნენ წიგნის სამყაროს.

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა წიგნიერების განვითარებაა. წიგნიერება მოსწავლეებში ავითარებს სხვადასხვა შემეცნებით თუ აკადემიურ უნარს.

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც თითოეულმა წარადგინა თავისი საყვარელი წიგნი, გაუზიარეს ერთმანეთს წიგნის კითხვისას მიღებული შთაბეჭდილებები, ემოციები და განცდები. ისაუბრეს საინტერესო ეპიზოდებსა თუ პერსონაჟებზე. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ჯადოსნური სამყარო, სადაც წიგნმა ამოგზაურათ.

აღსანიშნავია ასევე, რომ ნორჩი მკითხველების მიერ წარდგენილი ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. წიგნისმოყვარული მოსწავლეების პედაგოგი კი ლელა აბაშიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203