ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლე დიდი სიყვარულით მიიღეს
22-03-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მე-5 კლასში ხარკოვიდან მოსწავლე უდიდესი სიყვარულით მიიღეს. ასევე, სკოლა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის სხვადასხვა აქციებში მუდამ აქტიურად მონაწილეობს.

„ამ ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად საჭიროა გავუთბოთ ერთმანეთს გულები. განსაკუთრებულად კი მაინც იმ პატარებს თანაუგრძნობთ, რომელთა ბედი ომის მსახვრალმა ხელმა გადაწყვიტა. საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 60-მდე ბავშვი ჩაირიცხა და მათ შორის ჩვენს სკოლაშიც. ჩვენი სკოლა აქტიურედაა ჩართული სოლიდარობის საქმეში, ჩვენი სკოლის მე-5 კლასშიც მივიღეთ ხარკოვიდან მოსწავლე და როგორც შეგვეძლო ისე გაუფერადეთ ერთი დღე. მშვიდობა მსოფლიოს! მშვიდობა უკრაინას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203