კოდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22-03-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ჩაატარეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ინტეგრირებული  ლექცია - „ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით მე-5 და მე-6 კლასებში მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანები და ნახატები - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სიყვარულით სავსე დღე მოუწყვეს მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს - ანა სარალიძეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203