„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“-თბილისის N39 საჯარო სკოლის l კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
22-03-2022
თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის lე კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ნანა ცხოვრებაძე) ჩაატარეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
„მასწავლებლის მოკლე მიმოხილვის შემდეგ მოსწავლეებმა გამოხატეს თანადგომა, სიმბოლურად გააკეთეს ჩანახატები და ხელზე წინდები ჩაიცვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის