დაბა ხულოს საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
22-03-2022
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულის, სითბოსა და თანადგომის გამოსახატავად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მსოფლიოს ბავშვებს მშვიდობა უსურვეს.

ღონისძიებების ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა (დ. ჟუჟუნა ცეცხლაძე) დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს და იმ აზრზე შეჯერდნენ, რომ - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“.

მე-4 კლასის პატარა მოსწავლეებმა კი ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური პლაკატები დაამზადეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს:

„ყველაზე გულმზიანი ადამიანების დღეა! თუ ერთმანეთს გავამხნევებთ. ჩვენ მოვიგებთ ყველა ომებს ვიმეგობრებთ, ვიერთგულებთ​ არ დავითვლით ქრომოსომებს! მადლობა მაია მასწავლებელს და ჩემს მე-4 კლასელებს ამ დღის გაფერადებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 მარტი ასევე, პატარა მეორე კლასის მოსწავლეებმა სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ ფონზე აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203