მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიაში ჩაერთო
22-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლამ ლოზუნგით - „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს.. ერთით მეტი ქრომოსომა არ ქმნის ბარიერს ჩვენს ურთიერთობებში“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობა გამოხატა.

ამ მნიშვნელოვანი დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ტრადიციულად ჩაერთნენ და საზოგადოებას შემდეგი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც!“ გაუგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203