ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
22-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები ლოზუნგის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გარშემო გაერთიანდნენ და ინფორმაციული, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ასევე, შექმნეს ამ დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბანერები.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203