დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ გარშემო გაერთიანდნენ
22-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებს სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ამ დღის მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა და ბავშვები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203