დაბა ხულოს საჯარო სკოლის კლუბი -„ფენიქსი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეურთდა
22-03-2022
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ფენიქსი“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აქტიურად შეურთდა.
მოსწავლეები ფრაზას - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ იზიარებენ.
„სამოქალაქო განათლების კლუბი „ფენიქსი“, უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და გამოხატავს აღნიშნული სინდრომის მქონე ყველა პიროვნების მიმართ სიყვარულსა და სითბოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის