„ჩვენ ერთად ვძლიერდებით!“ - ყელქცეულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სხვადასხვა აქტივობით, დევიზი კი გახლდათ „ჩვენ ერთად ვძლიერდებით“;
„ჩვენი სკოლა ყოველწლიურად უერთდება ამ დღეს. მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი გულისხმიერებით შეუერთდნენ მსოფლიოს სლოგანით - მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. მათ, ინგლისურად წარმოადგინეს სლოგანები, ტექსტები და ნახატები. ინგლისურის პედაგოგი კი გახლავთ ნინო გიგოლაშვილი“, - აღნიშნულია ყელქცეულის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: