ვანის N2 საჯარო სკოლაში კლასგარეშე აქტივობა ჩატარდა - მოსწავლეებმა ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს
22-03-2022

კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; თუმცა სკოლის ხელმძღვანელებისა და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართა და სწორედ მასწავლებლების თავდადებამ განაპირობა ის, რომ ბავშვებმა ყველა გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.

ასეთ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ვანის N2 საჯარო სკოლა, სადაც მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივაციაზე. ახლახან კი ადგილობრივი მოსწავლეები კინოთეატრს სტუმრობდნენ, სადაც დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ და ეს აუცილებლად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზეც.

„დაძაბული, სტრესული გარემო ძალიან დაეტყოთ ჩვენს მოსწავლეებს, ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და თითქოს ჭინკები დადუმდნენ თვალებში... დღეს კი ბედნიერების ზეიმი ჰქონდათ კინოთეატრ „საქართველოში“, სადაც ულამაზეს,ზღაპრულ გარემოში ისევ იპოვეს ზღაპრისა და ფილმის გმირები, აიხდინეს ოცნებები და ხურჯინში ჩასალაგებელ დღეებს ერთი პოზიტიური დღეც შეჰმატეს“, - აღნიშნულია ვანის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203