ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩაატარეს. მოსწავლეებმა შექმნეს მხარდამჭერი პლაკატები და გადაიღეს ფოტოები.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
დაუნის სინდრომით, იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.
იხილეთ ფოტოები: