ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველ საბერძნეთსა და რომში „იმოგზაურეს“
22-03-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ღონისძებები და აქტივობები. 

როგორც ძევრის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამჯერად მოსწავლეებმა ძველ საბერძნეთსა და რომში იმოგზაურეს და ახლოს გაიცნეს ისტორიკოსები. ჰეროდოტე, თუკიდიდე,  სტრაბონი, ქსენოფონტე პოლიბიოსი, სვეტონიუსი და ამიანე მარცელიანე... მოსწავლეებმა ცნობილი ისტორიკოსების შესახებ ისაუბრეს და საუკუნეების „ფერფლწაყრილი“ ამბები გაიხსენეს, რითაც თავადაც მიიღეს ახალი ცოდნა და სხვებსაც გაუღვიძეს ამ ცოდნის შეძენის სურვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203