„გვიყვარდეს და მოვეფეროთ ჩვენს კეთილ მეგობრებს“- ქედქედის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელები ფერადად მოიხატეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! გვიყვარდეს და მოვეფეროთ ჩვენს კეთილ მეგობრებს. დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: