ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში საინტერესო ესეების წარდგენისათვის დაჯილდოვდნენ
22-03-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კონკურსში საინტერესო ესეების წარდგენისათვის დიპლომები გადაეცათ.
ფოთის ქალთა საბჭოსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ განხორციელდა საქართველოს ქალთა საბჭოს და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთობლივი პროექტი „დედა მეგზური, ერთგული მეგობარი“.
სწორედ ამ პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები თათია არზიანი და ლიზი თავართქილაძე. მათ საინტერესეო ნაშრომები წარადგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და მიღწევებით ამაყია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის