„მზის შვილები“ - აწყვიტის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
22-03-2022
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
ასპინძის მუნიციპალიტეტის, აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სხვადასხვა აქტივობით
„21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, აწყვიტის საჯარო სკოლაში, ინკლუზიური განათლების მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება „მზის შვილები“, სადაც მონაწილეობა მიიღო აწყვიტის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებმა.
მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თანადგომა და აღნიშნეს, რომ მეგობრები არითვლიან ქრომოსომებს“- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის