კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „ტიტები“ დაამარცხა
05-03-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის „ა“ ლიგის მეექვსე ტურის თამაშში,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „ტიტებს“ შეხვდა.

უნივერსიტეტის ნაკრებმა სამაგალითოდ იბრძოლა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდიდან 36 ქულით, 11 მოხსნითა და 8 პასით, საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა რაიან აარონმა აჩვენა. 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკლ თორნმა, ხოლო ვასო კუტალაძის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.  

შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 111:109  დაფიქსირდა. კსუ-ს საკალათბურთო გუნდი „ა“ ლიგის მეშვიდე ტურის თამაშს „წყალტუბოსთან“ 7 მარტს გამართავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203