
კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; თუმცა სკოლის ხელმძღვანელებისა და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართა და სწორედ მასწავლებლების თავდადებამ განაპირობა ის, რომ ბავშვებმა ყველა გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.
ასეთ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა, სადაც მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მოტივაციაზე და რა თქმა უნდა, მათ პატრიოტულ განწყობასაც უღვივებენ.
აფხაზეთის თემატიკას მიეძღვნა გაკვეთილი, საგანში - „ჩვენი საქართვლო“; გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთზე, მის ოკუპაციასა და ამჟამად არსებულ ვითარებაზე; წარმოადგინეს პრეზენტაცია, საგაკვეთილო აქტივობას კი ლაიტმოტივად სდევდა ერთგვარ სლოგანად ქცეული ფრაზა - „აფხაზეთო, ტკივილო და საწუხარო ჩვენო“...