ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი „მზის შვილებს“ - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლების აქტიურობა - პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საკლასო აქტივობას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, სხვადასხვა აქტივობით. მათ საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატი, ნახატები და ასე შეატყობინეს მსოფლიოს, რომ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქრომოსობეს არ ითვლიან.