
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა „მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები: