
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მეხუთე კლასში, პედაგოგ ნინო მოდებაძის ხელმძღვანელობით, მინი პროექტი ჩატარდა, რომლის თემაც საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება იყო.
პროექტის მიმდინარეობას კლასის დამრიგებელი და მეექვსე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: