
თბილისის N133 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის დაგეგმილი ინტელექტუალური თამაში - „მთავარია ლოგიკა“ გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მეექვსე პარალელურ კლასებში გამოვლინდა გამარჯვებული - მე-6დ კლასი. კლასის დამრიგებელი ანა ურუშაძე გახლავთ.
ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ლოგიკურ და საინტერესო კითხვებს.
სკოლა თვითმმართველობის წარმომადგენლებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: