წეროვნის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა დვალიშვილი საინტერესო პროექტში მონაწილეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კლარა დვალიშვილი სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით სწავლების შესახებ გამართულ პროექტში მონაწილეობს.
პროექტი „CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით“, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმიის მიერაა გამართული.
აღნიშნულ პროექტში მონაწილოებისათვის საქართველოს მასშტაბით კონკურსის წესით 20 მასწავლებელი შეირჩა, სწორედ მათ შორისაა კლარა დვალიშვილიც.
პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს თემატური ვებინარები ჩაუტარდათ, ხოლო ვორქშოფები გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გაგრძელდა. მასწავლებლებმა შეისწავლეს როგორ შექმნან სიმულაციური თამაშები და როგორ გამოიყენონ ემანსიპატორული თეატრის მეთოდები სასწავლო პროცესში.
სკოლა ამაყია მასწავლებლით და წარმატებებს უსურვებს.
„წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: